სტანდარტული გაკვეთილის გეგმა



 სტანდარტული გაკვეთილის გეგმა     

გაკვეთილის თემა


შეტყობინება ინკების მეფეს.
A message for the Inca king.

საგანი/მასწავლებლის სახელი,გვარი

ინგლისური ენა / ლია სართანია.

სწავლების საფეხური/კლასი

დაწყებითი / მე-4.

მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

24 მოსწავლე,მათგან არც ერთი არ არის სსსმ მოსწავლე.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები

მოსწავლეებს განუვითარდებათ ტექსტის გააზრების,ანალიზისა და ზეპირმეტყველების უნარები;ასევე განუვითარდებათ და გამოუმუშავდებათ ზეპირი პრეზენტაციის უნარიც.

ესგ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მიმართულება 1. - . ზეპირიმეტყველება.
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემუნდაშეძლოსსიტყვების, წინადადებებისადატექსტებისგარკვევითდაშესაბამისიინტონაციისათუმახვილებისდაცვითწარმოთქმა.
Øტექსტებისშინაარსსადეკვატურადუსადაგებსარავერბალურმეტყველებას.
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემუნდაშეძლოსნაცნობთემატიკაზემარტივინტერაქციაშიმონაწილეობა, ნაცნობითემატიკისგარშემოსაუბარი.
Øპასუხობსნასწავლიტექსტისშინაარსისგარშემოდასმულმარტივკითხვებს (მაგ., რააქვს, ვინრააჩუქა, რაფერის, რამდენი, როგორი, როდისწავიდა, სადწავიდა, ვისრამისცადასხვა);
მიმართულება 2.-წერითიმეტყველება (კითხვა და წერა).
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემუნდაშეძლოსსიტყვების, წინადადებებისგაშიფრვა; სხვადასხვატიპისმცირეზომისტექსტებისგაშიფვრადაგაგება.
მოსწავლე: Øკითხულობს (შიფრავს) ნაცნობდაუცნობსიტყვებს, წინადადებებს, მცირეზომისტექსტებს; Øამოიცნობსტექსტისსაკომუნიკაციოსიტუაციას (ავტორი, ადრესატი, თემა, მიზანი.); Øამოიცნობსფაქტობრივ/ექსპლიციტურინფორმაციას (როდის, სად, ვინ, რამდენი, როგორიდასხვა); Øამოიცნობსპერსონაჟთათვისებებს; Øამოიცნობსმოქმედებებისთანამიმდევრობას; Øამოიცნობსმოვლენათაშორისმიზეზ-შედეგობრივკავშირებს; Øამოიცნობსმოქმედებათადროსადაადგილს.
მიმართულება 3.-სწავლის სწავლა.
Iუცხ.დაწყ.(I).10. მოსწავლემმასწავლებლისდახმარებითუნდაშეძლოსსწავლისპროცესზედაფიქრება, საკუთარიწინსვლისხელშეწყობადასწავლისპროცესისწარმართვასადაგაუმჯობესებაშიაქტიურადმონაწილეობა.
მოსწავლე: Øაფასებსსწავლისპროცესს: ავსებსასაკისშესაბამისშეფასებისსქემებს; Øამჩნევს, რაშიაქვსწინსვლადააღწერს/ასახელებსმას; Øაცნობიერებსდაასახელებსსისუსტეებსდამიუთითებსგამოსწორებისშესაძლოგზებს.
Iუცხ.დაწყ.(I).11. მოსწავლემუნდაშეძლოსსწავლისხელშემწყობისტრატეგიებისადასხვადასხვატიპისსაგანმანათლებლორესურსებისგააზრებულადგამოყენება.
Øეფექტიანადიყენებსსახელმძღვანელოსრესურსებს.

წინარე ცოდნა

გაკვეთილზე ხდება წინა გაკვეთილზე ახსნილი მასალის განმტკიცება.მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით შეძლეს ტექსტის გაგება,ხოლო საშინაო დავალებად მიეცათ ტექსტის უცნობი ლექსიკისა და ფრაზების შესწავლა და მათზე დაყრდნობით ტექსტის თარგმნა და გააზრება.

გამოყენებული მეთოდები

გონებრივი იერიში-ასოციაციური რუკა; ტექსტის დეტალების მიგნება;
ზეპირი პრეზენტაცია;


გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

აქტივობა- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის თემის,მიზნისა და შეფასების(ზეპირი პრეზენტაციის) რუბრიკისა და თვითშეფასების კითხვარის  გაცნობა.
სავარაუდო დრო-2 წუთი.

A -ფაზა - გამოწვევა.
1.აქტივობა: გონებრივი იერიში-ასოციაციური რუკის შედგენა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ ადრე ნასწავლი მასალებიდან რა იციან და ახსოვთ ინკების შესახებ,რა ასოციაცია უჩნდებათ სათაურთან დაკავშირებით.მათ მოსაზრებებს მასწ.სათითაოდ წერს დაფაზე.
მუშაობის ფორმა: მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო: 3 წუთი.
2.აქტივობა: საშინაო დავალების შემოწმება.(სიტყვების მნიშვნელობებთან და სათანადო სურათებთან დაწყვილება).
აქტივობის აღწერა: შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნის შესამოწმებლად ხდება მოსწავლეთა მიერ სიტყვების მათ მნიშვნელობებთან და სათანადო სურათებთან დაწყვილება.(მოსწავლეებს რომლებსაც შედარებით უჭირთ მათთვის რთული წინადადებების აზრობრივად გაგება ამ სავარჯიშოს შესრულებისას ექნებათ შესაძლებლობა მიახვედრონ მასწავლებელი ,რომ ესმით სიტყვის მნიშვნელობა და მათ დაუკავშირებენ სათანადო სურათებს,როცა ნაწილი მოახდენს სიტყვების მათ ინგლისურენოვან განმარტებებთან დაკავშირებას).(1.a piece of clothing you wear round shoulders-cloak;2.a very large room-hall;3.a loose piece of clothing like a long T-shirt-tunic;4.an open space with buildings all round it-courtyard;5.the dark shape when something is blocking the light-shadow;6.a special kind of a hat that the king wears on his head-headdress;7.the special chair a king sits in-throne;7.a person who protects the king-guard;9.the king wears it around his neck-collar;10.a weapon with a sharp point-sword).
მუშაობის ფორმა -მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო -2 წუთი.

B -ფაზა : სიღრმისეული წვდომა.
 3.აქტივობა: ტექსტის ანალიზი მოკლე კითხვა-პასუხითა და  არგუმენტირებისთვის ტექსტში დამადასტურებელი ადგილების ამოკითხვით.
აქტივობის აღწერა - მოსწავლეები წინა გაკვეთილზე ახსნილ ტექსტში კითხვებზე მოკლე პასუხების გაცემის შემდეგ დასტურად ამოიკითხავენ სათანადო ადგილებს ინტონაციისა და მახვილების დაცვით.დასასმელი კითხვები:
1.Who woke Poma? 2.What time was it? 3.How did Poma feel when his teacher woke him? 4.Where did they go? 5.What is Poma’s work? 6.What can he do? 7.What did his teacher want him to do? 8.Who were in the large room? 9.What did Poma think about them? 10.What did they do when Poma and his teacher came in? 11.Where did Prince Urco appear from? 12.What things was he wearing? 13.What did he give Poma? 14. Who was the message for?
მუშაობის ფორმა: მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო: 15 წუთი.
 4.აქტივობა: წინადადების ლოგიკური დასასრულის პოვნა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები აკავშირებენ სახელმძღვანელოში მოცემული წინადადებების დასაწყისს ლოგიკურ დასასრულთან.მასწავლებელი ბოლოს სწორ პასუხებს გააკრავს დაფაზე.(1-d;2-e;3-g;4-a;5-h;6-c;7-b;8-f).
მუშაობის ფორმა: მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო: 3 წუთი.

C -ფაზა  :  რეფლექსია.
 5.აქტივობა:  ჯგუფური მუშაობა და ზეპირი პრეზენტაცია.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს დაევალებათ ჯგუფებში იმუშაონ და მოამზადონ პრეზენტაციისათვის ტექსტის მოქმედი გმირების და სასახლის დახასიათება.ისინი ამზადებენ პოსტერებს თაბახის ფურცლების,ფერადი წებოვანი ქაღალდებისა და ფერადი ფანქრების გამოყენებით.შემდეგ 4 ჯგუფის პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას.
მუშაობის ფორმა: ჯგუფური.
სავარაუდო დრო:  12 წუთი.( 8 წთ.მომზადება,4 წთ.პრეზენტაცია-1 წთ თითოეულს)
 6.აქტივობა:  საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა:  მასწ.მოსწავლეებს აძლევს და დაფაზე უწერს საშინაო დავალების გვერდს და ნომრებს და აძლევს მკაფიოდ გასაგებ ინსტრუქციას საწერ დავალებებთან დაკავშირებით.(გვ.72 /მოსწ.წიგნი/# 1,2).
ა)დაალაგონ მოვლენები ლოგიკური თანმიმდევრობით და სათანადო უჯრაში ჩაწერონ სათანადო ასო. ბ) ხაზგასმული სიტყვები ჩაანაცვლონ შესაბამისი სინონიმური ლექსიკური ერთეულებით.
სავარაუდო დრო: 3 წუთი.
7.აქტივობა: შეფასება -განმსაზღვრელი და განმავითარებელი (ზეპირი უკუკავშირი/კითხვარისა და რუბრიკის შევსება).
აქტივობის აღწერა : მასწ.კლასს ურიგებს შედგენილ კითხვარს,რომელსაც ინდივიდუალურად ავსებენ მოსწავლეები თვითშეფასების მიზნით და მეორე დღეს აბარებენ მასწავლებელს).
მასწავლებელი ზეპირი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით აფასებს პრეზენტატორებს და აკეთებს  ზეპირ უკუკავშირს.
სავარაუდო დრო: 5 წუთი.








საგანმანათლებლო რესურსი

სახელმძღვანელო- English world .ავტორი-Mary Bowen,Liz Hocking.
თაბახის ფურცლები,წებოვანი ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები,კალმები,დაფა,ცარცი.










პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


კარგად

ნაწილობრივ

სუსტად

1.პასუხობს თემას




2.ფლობს აუდიტორიას




3.საუბრობს გამართულად/გასაგებად/იცავს ინტონაციას




4.იცავს დროის ლიმიტს








  თვითშეფასების კითხვარი

ძალიანკარგად
საშუალოდ
ჯერარშემიძლია



1.     აქტიური მონაწილეობა მივიღო საგაკვეთილო პროცესში,დავაფიქსირო საკუთარი აზრი ჩემში არსებული ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
2.     მოვუსმინო და პატივი ვცე სხვის აზრს.
3.     მოვისმინო და გავიგო მასწავლებლის ინსტრუქციები.



უნდაგავაუმჯობესო: -------------------------------------------


ამისათვის: --------------------------------------------------------



ხელმოწერა: -------------------------


0 коммент.:

Отправить комментарий

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | coupon codes