სამოდელო გაკვეთილის გეგმა


სამოდელო გაკვეთილის გეგმა ინგლისურ ენაში


გაკვეთილის თემა


Sea Creatures/ ზღვის არსებები

საგანი/მასწავლებლის სახელი ,გვარი

ინგლისური ენა /ლია სართანია

სწავლების საფეხური/კლასი

დაწყებითი საფეხური /მე-2 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

   27 მოსწავლე,მათგან არც ერთი არ არის სსსმ მოსწავლე.


საჭირო დრო

 45 წუთი  -1 გაკვეთილი.

გაკვეთილის ტიპი

გამჭოლ კომპეტენციებზე (სემიოტიკური კომპეტენცია) ორიენტირებული გაკვეთილი.

აქტუალობა
სემიოტიკური კომპეტენცია საკმაოდ აქტიურად შეიძლება განვითარდეს დაწყებით კლასებში.სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების მოსმენით,სიმღერების შესწავლით,მოსწავლეები ეჩვევიან სხვადასხვა ტიპის შინაარსის ტექსტების გაგებას,ლექსიკის გამდიდრებას და მხიარულად,ყოველგვარი ტრადიციული მეთოდების გარეშე შეიყვარებენ საგანს.ისინი ადგილზევე გამოხატავენ ამას განწყობის გამოხატვით.მათ შეუძლიათ დახატონ ნახატი მოსმენილთან დაკავშირებით რაც  კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს მათ დამოკიდებულებას საგნის სწავლებასთან.

მოდელირების მიზანი/მეთოდური სიახლე

გამჭოლი კომპეტენციებით სწავლების ეფექტური სტრატეგიების მრავალფეროვნების წარმოჩენა.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეებს განუვითარდეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენის,გაგების,გააზრების და წარმოსახვის(ნახატის შექმნა) უნარები.ასევე განუვითარდეთ ლაპარაკის(კითხვა-პასუხი)უნარები და ახალი ლექსიკური მარაგის უკეთ დამახსოვრება შეძლონ სიმღერაში გამოყენებული სახალისო ტექსტის საშუალებით.

ესგ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.II.1. მოსწავლესშეუძლიამასწავლებლისმითითებებისადასავარჯიშოსუმარტივესიინსტრუქციებისგაგება.   
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·           სათანადოდრეაგირებსმასწავლებლისმითითებებზე(მაგ., ადექი, დაჯექი, მოდიდაფასთან, გადაშალეწიგნიდასხვა);
·           ასრულებსმასწავლებლისინსტრუქციებს.
უცხ.დ.II.3.მოსწავლესშეუძლიამოსმენილიილუსტრირებულიაღწერითი/ნარატიულიხასიათისტექსტებისგაგება.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·           ამოიცნობსაღწერილპერსონაჟს,ცხოველს,საგანსდააკავშირებსმასშესაბამისნახატთან/ ჟესტიკულაციითგანასახიერებს/ ხატავს;
·           ამოიცნობსპერსონაჟს, ცხოველს, საგანსაღწერილინიშან-თვისებებისმიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) დამიუთითებს/აფერადებსმას;
·           აკავშირებსმოქმედებებსპერსონაჟებთან;
უცხ.დ.II.4.მოსწავლესშეუძლიაშინაარსისგასაგებადსათანადოსტრატეგიებისგამოყენება.
შედეგითვალსაჩინოა, როდესაცმოსწავლე:
·           ილუსტრაციების, სათაურისსაფუძველზეგამოთქვამსვარაუდსტექსტისშინაარსისშესახებ;
·           ცდილობსუცნობისიტყვების, გამოთქმებისდამოუკიდებლადამოცნობასნაცნობვერბალურთუარავერბალურელემენტებზედაყრდნობით(მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვატიპისხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
უცხ.დ.II.9. მოსწავლესშეუძლიაუცხოურიენისბგერების, ჟღერადობის, ინტონაციისაღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·           ზეპირადკითხულობსლექსებს,  ასრულებსსიმღერებს;
·           ლექსის/სიმღერისშინაარსსადეკვატურადუსადაგებსარავერბალურმეტყველებას(ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულმოძრაობებს);
·           ტექსტებისწარმოთქმისასიცავსშესაბამისინტონაციას, მახვილებს, რიტმულსეგმენტებს.
უცხ.დ.II.10. მოსწავლესშეუძლიამარტივინტერაქციაშიმონაწილეობა.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით.
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.II.14. მოსწავლესგამომუშავებულიაქვსთანაკლასელებთანდამასწავლებელთანთანამშრომლობისსაწყისიჩვევები.
შედეგითვალსაჩინოა, თუ ოსწავლე:
·           სხვებსაცდისპასუხისდასრულებას;
·           უსმენსთანაკლასელებს, მასწავლებელს;
·           თანატოლსეხმარებაიმსაკითხებში, რომლებშიცთვითონააძლიერი;
·           ცდილობს, მეწყვილესთანერთადგადაჭრასდასმულიამოცანა.




წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ სათანადო ლექსიკურ ერთეულებს თემასთან დაკავშირებით  გავლილი მასალებიდან.მათ აქვთ საბაზო მოსმენის და ლაპარაკის უნარებიც რაც მათ დაეხმარება საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაბმაში.

საგანმანათლებლო რესურსი
სახელმძღვანელო-English World 2.ავტორები-Liz Hocking;Mary Bowen.
დაფა,ცარცი,ინდივიდუალური ბარათები,ფაზლები,პოსტერები,ფერადი ფურცლები,მარკერები,ფერადი ფანქრები,თაბახის ფურცლები,წებოები,მაგნიტები,კომპიუტერი,CD.

შეფასების ფორმები

განმავითარებელი/ზეპირი უკუკავშირის სახით;მოსწავლეთადახმარებით გაკვეთილის შეფასება წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
           A ფაზა  -გამოწვევა.
1.აქტივობა- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება/
გაკვეთილის თემის,მიზნისა და შეფასების ფორმების გაცნობა.
აქტივობის მიზანი-მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისათვის.
სავარაუდო დრო-2 წუთი.
2.აქტივობა -გონებრივი იერიში/კითხვა-პასუხი.
აქტივობის მიზანი- შესწავლილი მასალის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა- მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე გაკრული პოსტერისა და მასთან დაკავშირებული  მარტივი კითხვების საშუალებით  გაახსენებს  ნასწავლი მასალიდან რა იციან და ახსოვთ წიგნის გმირების მოგზაურობის მე-10 გაკვეთილში მოცემული სიტუაციის შესახებ.Where are the children?Are they happy?What is Kate holding?What is Dan doing?Where is Lily?What is she looking at?What is the sand like?Can they go home?სად არიან ბავშვები?ბედნიერები არიან ისინი?რა უჭირავს ხელში ქეითს?რას შვება დენი?სად არის ლილი?რას უყურებს ის?როგორია ქვიშა?შეუძლიათ მათ სახლში დაბრუნება?
მუშაობის ფორმა -მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო -3 წუთი.
B ფაზა -შინაარსის რეალიზება(სიღრმისეული წვდომა,ცოდნის კონსტრუირება).
3.აქტივობა-ტექსტის მოსმენა.SB.pg.106.
აქტივობის მიზანი-მოსწავლეებში მოსმენის უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა-მოსწავლეები ისმენენ ტექსტს,ცდილობენ გაიგონ და გაიაზრონ ის  ნაცნობი  ლექსიკური ერთეულების საშუალებით  და ასევე გაიგონ უცნობი სიტყვები კონტექსტში.ისინი  იმახსოვრებენ მოსმენილ ინფორმაციას.
მუშაობის ფორმა-მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო-4 წუთი.
4.აქტივობა-ნახატის დახატვა.
აქტივობის მიზანი-წარმოსახვის უნარის განვითარება მოსწავლეებში.
აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლები და ფერადი ფანქრები.ისინი დამოუკიდებლად, ქაღალდზე გადაიტანენ გონებაში აღქმულ ინფორმაციას და შეეცდებიან დახატონ კიბორჩხალა,ზღვის ვარსკვლავი და თევზი.დასრულებულ ნახატებს მასწავლებელი აკრავს კედელზე.
მუშაობის ფორმა-მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო-6 წუთი.
5.აქტივობა-კითხვა-პასუხი.
აქტივობის მიზანი-მოსწავლეებს მიეცეს საშუალება ცოდნის გამომჟღავნების,დადგინდეს თუ რა და რამდენად სწორად გაიგეს მათ მოსმენილი მასალიდან.
აქრივობის აღწერა-მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ მარტივ კითხვებს ტექსტის ირგვლივ.თუკი რომელიმე სწორ პასუხს ვერ გასცემს,მისი საუბრის დასრულების შემდეგ სხვები ცდილობენ გაუსწორონ და სწორი პასუხი გასცენ შეკითხვებს.
1.How many legs do crabs have?How many claws do they have?What are they like?What is their shell like?Where do they live?What do they eat?2.How many arms do starfish have?What are their spines like?What can starfish do?What do they eat?3.What kind of tails and fins do fish have?What can they do?How can they swim?What do they eat?  1.რამდენი ფეხი აქვთ კიბორჩხალებს?რამდენი მარწუხი აქვთ მათ?როგორები არიან ისინი?როგორია მათი ნიჟარა?სად ცხოვრობენ ისინი?რას ჭამენ ისინი?2.რამდენი მკლავი აქვს ზღვის ვარსკვლავს?როგორი ხერხემალი აქვთ მათ?რისი კეთება შეუძლია ზღვის ვარსკვლავს?რას ჭამენ ისინი?3.როგორი კუდები და ფარფლები აქვთ თევზებს?რისი კეთება შეუძლია მათ?როგორ ცურავენ ისინი?რას ჭამენ ისინი?
მუშაობის ფორმა-მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო-6 წუთი.
6.აქტივობა-ფაზლების აწყობა.
აქტივობის მიზანი-ნახატებს დაუკავშირონ მათი განმარტებები.
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი ოთახში ყველასთვის დასანახ ადგილას დადგმულ  მაგიდაზე გაფანტავს წინასწარ დამზადებულ ფაზლებს,რომელთა ერთ მხარეს ნახატის ნაწილებია დახატული მეორე მხარეს კი მათივე ინგლისური განმარტებები.მოსწავლეები რიგ-რიგობით გამოდიან ,კითხულობენ ინგლისურ განმარტებებს და აწყობენ მთელს ნახატს. სულ სამი ნახატია  1.კიბორჩხალა.2.ზღვის ვარსკვლავი.3.თევზი. 
 მუშაობის ფორმა-მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო-5 წუთი.
                        C ფაზა -რეფლექსია-შეჯამება-გამთლიანება.
7.აქტივობა-შეცდომების გასწორება.
აქტივობის მიზანი-მოსმენილი და გააზრებული მასალის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი დაფაზე აკრავს წინასწარ გამზადებულ პოსტერს რომელზეც მოცემულია 7 წინადადება,ყველა მათგანი შეიცავს შეცდომას.მოსწავლეებს ასევე ცალკე მაგიდაზე გაფანტულად ულაგდებათ სწორი სიტყვები ფერად წებოვან ქაღალდებზე  რომლებსაცმოსწავლეები  მიაკრავენ შეცდომიან ადგილებზე.
მუშაობის ფორმა-მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო-3 წუთი.
8.აქტივობა-წინადადებების შედგენა.
აქტივობის მიზანი-ახალ მასალაში მოცემული ლექსიკური ერთეულების გამთლიანება და წინადადებების აწყობა მათი გამოყენებით.
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი დაფაზე გააკრავს კიდევ ერთ პოსტერს რომელზეც დახატულია ზვიგენი.ნახატზე ცხოველის სხეულზე გამოყვანილია ხაზები სხვადასხვა ორგანოსთან.მოსწავლეები ფერად, წებოვან ქაღალდებზე დაწერილ მათ მნიშვნელობებს აწებებენ სათანადო ადგილებზე.ამის შემდეგ ასევე წინასწარ დამზადებული ბარათებით,რომლებსაც მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს,და რომლებზეც სიტყვებია დაწერილი ,მოსწავლეები ჯგუფში ეცდებიან დაალაგონ და შეადგინონ წინადადებები.ისინი სიტყვებს აწებებენ თაბახის ფურცელზე და ჯგუფის ერთი წევრი გამოიტანს,გააკრავს დაფაზე და წაიკითხავს მათ.(თითოეულ ჯგუფს ორ-ორი წინადადება).
მუშაობის ფორმა- მთელი კლასი/ინდივიდუალური და ჯგუფური.
სავარაუდო დრო-8 წუთი.
9.აქტივობა-სიმღერის შესრულება.
აქტივობის მიზანი- ახალი ლექსიკური ერთეულების სიმღერის ტექსტში გამოყენება.
აქტივობის აღწერა-კლასი მღერის სიმღერას თემასთან მისადაგებულს.სიმღერის ტექსტი პოსტერის სახით დაფაზეა გაკრული.
მუშაობის ფორმა- მთელი კლასი/ინდივიდუალური.
სავარაუდო დრო-3 წუთი.
10. აქტივობა-საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის მიზანი- შესწავლილი მასალის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა- მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე უწერს სამუშაო რვეულებში დასაწერი სავარჯიშოების გვერდს და ნომრებს და აქვე აძლევს მაქსიმალურად გასაგებ ინსტრუქციას შესასრულებელ დავალებებთან დაკავშირებით.wb.ex.#1,2.pg.96.
სავარაუდო დრო- 2 წუთი.
11.აქტივობა- შეფასება.
აქტივობის მიზანი-კლასის და გაკვეთილის  შეფასება.
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი კლასს აძლევს ზეპირ უკუკავშირს და  მათი დახმარებით აფასებს გაკვეთილს  სათანადოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით.
სავარაუდო დრო -3 წუთი.










                     გაკვეთილის შეფასების ცხრილი
გაკვეთილი საინტერესო იყო და მე ყველაფერი გავიგე.
გაკვეთილი საინტერესო იყო თუმცა  ყველაფერი არ იყო ჩემთვის გასაგები.
გაკვეთილი არ იყო საინტერესო და მე ვერაფერი ვერ გავიგე.




0 коммент.:

Отправить комментарий

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | coupon codes