სოციალური პროექტის გეგმა


პროექტის გეგმა მომზადებულია  მასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისპროგრამაპროექტულისწავლებისხელშეწყობისთვის“ფარგლებში. პროგრამასდასავლეთსაქართველოშიახოციელებსსამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი,   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის   მხარდაჭერით (საგრანტო კონკურსი  სასწავლოდასოციალურიპროექტებისსაშუალებითსწავლა-სწავლებისპროცესისეფექტიანობისხელშეწყობა  ლოტი 2)

                                                სოციალური   პროექტის  გეგმა
პროექტის დასახელება -„სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია“.
პროექტში მონაწილეობენ - მე-8 კლასის მოსწავლეები ,მასწავლებელი, ადგილობრივი პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი, სპორტ.კომპლექსის თანამშრომლები :მწვრთნელები/სპორტსმენები/.
პროექტის აქტუალურობა-ერთ-ერთ სადამრიგებლო კლასის საათზე ,რომელზეც განიხილებოდა თემა ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით, გამოვლინდა რომ მოსწავლეები არ ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დავაკვირდი და გავარკვიე რომ, მოსწავლეები მიუხედავად სკოლის ბუფეტში არსებული საკმაოდ ჯანსაღი ბოსტნეულის სალათებისა და სუპისა, მოხარშული ხორცის კერძებისა სხვადასხვა გარნირებით, ყველიანი ბუტერბროდებისა, არაჟნისა, რძისა, ჩაისა და სხვა მრავალი  პროდუქტებისა, ამჯობინებდნენ სკოლის ახლოს მდებარე მარკეტში ნაყიდ ჩიფსებს, კუბეტებს, შაურმასა და გაზიან წყლებს. აქედან გმომდინარე დავინახეთ(მოსწავლეები/მასწავლებელი) საჭიროება  პროექტის განხორციელებისა ,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, რომელი საკვები განეკუთვნება ჯანსაღ საკვებთა ჯგუფს და რომელი ვნებს ჯანმრთელობას და იწვევს სხვადასხვა დაავადებას რომელსაც შესაძლოა ფატალური შედეგიც კი მოჰყვეს და ყოველივე ეს თავადაც იქციონ ცხოვრების წესად და ასევე ახლობელ ადამიანებსაც მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელბა ამასტანავე მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ გაიუმჯობესონ  უკვე არსებული სათანადო თემასთან დაკავშირებით საჭირო მასალის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, პოსტერის შექმნის და შეძენილი ცოდნის ტრანსფერის უნარები. (მოსწავლეთა უმეტესობა ამას თავადაც გაიხდის წესად რეალურ ცხოვრებაში ასევე ახლობელ ადამიანებსაც მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით).
პროექტის  მიკლევადიანი მიზანი- მოსწავლეებისათვის ჯანსაღი წესის მაქსიმალურად გაცნობა და იმ საკვებთა კლასიფიცირება რომელიც სასარგებლოა და ასევე საზიანო ჯანმრთელობისთვის.
გრძელვადიანი მიზანი:  ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი, მოსწავლეებისათვის გახდეს მიღებულ ჩვეულ ნორმად.

კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან-
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს  გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს,აძლევს საირო ცოდნას ,ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს,მოსწავლეებს უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებაში.
           საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს :
გ)ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,ანალიზი.
დ)დამოუკიდებლად ცხოვრება,გადაწყვეტილების მიღება.
ე)იყოს შემოქმედი,თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.
ზ)კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.

პროექტზე მუშაობის ვადები- სამი კვირა .(04.12.2017-22.12.2017წ.)



განსახორციელებელი ამოცანები-

ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა
ვადა
მოსალოდნელი შედეგი
მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა
ამოცანის განსახორცი-ელებლად საჭირო რესურსები
პასუხისმგებელი პირი
- 1.ჯანსაღი ცხოვრების წესის გათვითცნობიერება და საკვებთა კლასიფიცირება.

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან შეთანხმებით მოეწყობა დათქმულ დროს და ადგილას შეხვედრა ,რომელზეც მოხდება პრობლემის აქტუალობის კიდევ ერთხელ გააზრება,დავალებების გადანაწილება ,ვადების დადგენა.(1 ჯგუფი-ინტერნეტში მასალის მოძიება. 2ჯგუფი- პოლიკნინიკაში ექიმ თერაპევტთან ვიზიტი და ინფორმაციის მოპოვება. 3 ჯგუფი- ვიზიტი სპორტულ კომპლექსში და პერსონალის გამოკითხვა.
   
1 კვირა
მოეწყობა რა შეხვედრა,მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან პროექტის აქტუალობაში და განახორციელებენ დაკისრებულ,გადანაწილებულ დავალებებს(მოიძიებენ სათანადო ინფორმაციას კომპეტენტური წყაროებიდან),ამით მათ ეხვეწებათ მათში უკვე არსებული სათანადო ინფორმაციის მოძიების უნარი.
განხორციელებული გამოკითხვებისა და ჩამორთმეული ინტერვიუების ჩანაწერები(ხელთნაწერი და ვიდეო მასალა),ინტერნეტ მისამართები (ლინკები იმ ვებ გვერდებისა საიდანაც მოიძიეს ინფორმაცია).
ადამიანური რესურსი ექიმისა და სპორტ.პერსონალის სახით,ინტერნეტ რესურსი,რვეულები,საწერკალმები, ციფრული კამერა ვიდეო ჩანაწერებისათვის.
მოსწავლეები და მასწავლებელი.
2.პოსტერის შესაქმნელად საჭირო უნარების გამომუშავება.

დაახარისხებენ რა მოპოვებულ მასალებს,მოსწავლეები ფოტომასალითა და მოძიებული ტექსტური მასალით გააფორმებენ და შექმნიან პოსტერს ,რომელიც განთავსებული იქნება საკლასო ოთახში რათა მუდმივად ჰქონდეთ საშუალება გაიხსენონ ის დადებითი და უარყოფითი მხარეები რაც კი შეიძლება მოჰყვეს ცხოვრების არაჯანსაღ წესს.



3.პრეზენტაციისათვის საირო უნარების განვითარება.

მოიძიებენ რა საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან მოსწავლეები დაახარისხებენ მათ,თანამშრომლობითა და ერთმანეთის აზრთა გაზიარებით მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას  power point-ში და წარმოადგენენ მას .

1 კვირა

















1 კვირა

მოსწავლეები ჯგუფში თანამშრომლობითა და აზრთა გაზიარებით შექმნიან პოსტერს,რომელიც იქნება მუდმივი შეხსენების წყარო იმისა რომ აუცილებელია იცხოვრო ცხოვრების ჯანსაღი წესით,რათა დიდ ხანს და ჯანმრთელად შეძლო ხანგრძლივი ცხოვრების გზის გავლა,როგორც ამ კლასის მოსწავლეებისათვის ასევე ყველა მსურველისა და კლასის ვიზიტორისათვის.





მოხდება მოძიებული ინფორმაციის კლასიფიცირება ,თანამშრომლობისა და ინფორმაციის დახარისხების უნართა ,ასევე საპრეზენტაციო უნარების დახვეწა-გაუმჯობესება და პრეზენტაციის მოწყობა.ყველა მოსწავლე შსაძლებლობის ფარგლებში მოახდენს  შთაბეჭდილებას . სწავლეთა ნაწილი შეძლებს ინფორმაციის  გადმოცემას(პრეზენტატორები),ის  მოსწავლეები რომლებსაც  გაუჭირდებათ იგივე დავალების შესრულება, სხვა კუთხით წარმოაჩენენ საკუთარ თავს(დახატავენ/გააფორმებენ/გამოავლენენ კომპიუტერული პროგრამების  ცოდნას და სხვა).


მზა პოსტერი
















ელ.ვერსია power point-ის პრეზენტაციისა .

ფლიპჩატი,მარკერები,ფოტო მასალა,წებო.















მოძიებული მასალა,კომპიუტერი,პროექტორი,პლაკატები,ფოტო მასალა.

მოსწავლეები,მასწავლებელი.















მოსწავლეები და მასწავლებელი.


პროექტის მონიტორინგი-
ჩამოთვალეთ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.შუალედური მონიტორინგი(მოწმდება ხდება თუ არა გადანაწილებული ფუნქციებისა და დავალებების დროული შესრულება)
წინასწარ შედგენილი კითხვარი
პროექტის დაგეგმვიდან პირველი კვირის შუაში .
2. შუალედური მონიტორინგი(მოწმდება როგორ მიმდინარეობს პოსტერზე მუშაობის პროცესი)
წინასწარ შედგენილი კითხვარი
პროექტის დაგეგმვიდან  მეორე კვირის შუაში.
3.შუალედური მონიტორინგი(მოწმდება თუ როგორ მიმდინარეობს პრეზენტაციისათვის მზადება).
წინასწარ შედგენილი კითხვარი
პროექტის დაგეგმვიდან  მესამე კვირის შუაში.
4. .საბოლოო მონიტორინგი.(მთლიანი პროცესისა და მისი შედეგის შეფასება)
თვითშეფასებისა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები
პროექტის დასასრულს.

შუალედური მონიტორინგის კითხვარი
       დაკვირვების საგანი
  კომენტარი
არიან თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფებში

მუშაობენ თუ არა მოსწავლეები სათანადო დავალებებზე

ითვალისწინებენ და აკონტროლებენ თუ არა ვადებს

არიან თუ არა ჯგუფებში პასიური მოსწავლეები და რა არის მათი პასიურობის მიზეზი



საბოლოო შეფასების რუბრიკა
          ჩემი  თვითშეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
დიახ
არა
1.პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე  მოსწავლეთა ინტერესები.
2. პროექტი გაწერილ დროში შევასრულე.
3.არჩეული სტრატეგიით მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს.
4.მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე.

მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა
კრიტერიუმები
დიახ
არა
ჩემი ჯგუის წევრებთან ერთად მოვახდინე დაკისრებული მოვალეობის შესრულება
ჩემი შთაბეჭდილებები გადმოვეცი ნახატით.
შევძელი საუბარი საპრეზენტაციო მასალის ირგვლივ აუდიტორიისათვის საინტერესოდ.
გამოვირჩეოდი თუ არა თანამშრომლობის უნარით


ჩავეტიე თუ არა დათქმულ ვადებში


მზად ვარ თუ არა ყოველივე ნასწავლი გადავიქციო ცხოვრების წესად და გავუზიარო მსურველებს



პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები-მოსწავლეები გაეცნობიან ცხობრების  ჯანსაღ წესებს და იმ საკვებთა კლასიფიცირებას მოახდენენ, რომელიც სასარგებლოა და ასევე საზიანო ჯანმრთელობისთვის;აქვე მოსწავლეებს დაეხვეწებათ მათში უკვე არსებული  საჭირო მასალის მოძიების,დახარისხების,თანამშრომლობის,პოსტერის შექმნის,პრეზენტაციისა და ტრანსფერის უნარები.მოსწავლეთა უმეტესობა ამას თავადაც გაიხდის წესად რეალურ ცხოვრებაში და სხვებისთვისაც გახდება კარგი და მისაბაძი მაგალითი,პოსტერით კი შეძლებენ მუდმივად გაიხსენონ ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი გასაღები-სწორი კვება.
შესაძლო რისკები- დროის ფაქტორი; კომპეტენტურ პირთა ვიზიტის შეფერხება სხვადასხვა მიზეზებით.(ამ რისკების თავიდან ასარიდებლად წინასწარ მოხდება სათანადო პირთა დაუწყება და შეთანხმება გადაუდებელ ვიზიტზე).




0 коммент.:

Отправить комментарий

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | coupon codes